სროლა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე – არის მსხვერპლი

დღეს, 13 თებერვალს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსენს სომხურ პოზიციებს. წინასაწარი მონაცემებით, არის ორი დაღუპული და არიან დაჭრილებიც.

მანამდე აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ 12 თებერვალს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო თვეების განმავლობაში ვითარება სტაბილური იყო.

მსგავსი თემები