„გავაძლიერებთ ევროპის თავდაცვას“ – ევროკომისიის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონს შეხვდა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ლაიენის განცხადებით, შეხვედრაზე უკრაინის მხარდაჭერისა და ევროპის თავდაცვის გაძლიერების საკითხები განიხილეს:

„მადლობა ემანუელ მაკრონს დღევანდელი სიღრმისეული დისკუსიისთვის. ჩვენ დავამყარებთ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და გავაძლიერებთ ევროპის თავდაცვას. ჩვენ ასევე განვიხილეთ, როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სოფლის მეურნეობის სექტორი და სურსათის უსაფრთხოება, რათა განვითარებად გამოწვევებზე რეაგირება მოვახდინოთ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები