სურამის გზის გარკვეულ მონაკვეთზე 13-14 თებერვალს ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ188, კმ194 და კმ196 მონაკვეთებზე დაგეგმილი დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების გამო, სავტომობილო გზის კმ135-კმ200 (სურამის კვანძი-არგვეთა) მონაკვეთზე 2024 წლის 13 და 14 თებერვალს 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მსგავსი თემები