პატიმრობა მიუსაჯეს ქალს, რომელიც 5 არარსებული შვილის შემწეობას იღებდა

გამოცემა la Repubblica-ს ცნობით, რომში 20-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს ქალს, რომელიც 5 არარსებული შვილის შემწეობას იღებდა.

ქალი სოციალური დახმარების ეროვნული ინსტიტუტისგან მრავალშვილიანი დედებისთვის განკუთვნილ შემწეობას იღებდა. გარდა ამისა თაღლითი იყენებდა დეკრეტულ შვებულებებს. ჯამში ქალმა დეკრეტული შვებულებით 111 000 ევრო მიიღო.

იტალიელი ქალი სწრაფი კვების რესტორანში მუშაობდა. სხვადასხვა პერიოდში მან სამსახურში 12 ორსულობის ცნობა წარადგინა, რომელთაც თავად წერდა, ხოლო გინეკოლოგის ხელმოწერას და საავადმყოფოს ბეჭედს აყალბებდა. 2014-2019 წლებში კი ქალმა ხუთი შვილი “გააჩინა”: ბენედეტა, ანჟელიკა, აბრამო, ლეტიცია და ისრაელე.

გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ბავშვების დაბადების შესახებ რომის უმსხვილეს სამშობიაროში არანაირი დოკუმენტაცია არ არსებობს.

7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს ქალის მეგობარ კაცს, რომელთან ერთადაც თაღლითი 5 შვილს “ზრდიდა”.

მსგავსი თემები