პარაპლანით ფრენა მხოლოდ 3 ლოკაციაზე დაუშვეს

,,ამ ეტაპზე პარაპლანით ფრენა დაშვებულია მხოლოდ სამ ლოკაციაზე”, – აცხადებს პარაგლაიდინგის ფედერაციის თავმჯდომარე, ირაკლი კაპანაძე ,,მედიაცენტრ მთავართან”.

მისი თქმით, სახელმწიფომ თავის საჰაერო სივრეში სამი ადგილი გამოყო იმისთვის, რომ იქ განხორციელდეს პარაპლანით ფრენა. ეს ადგილებია: ბაკურიანი, ანანური და გუდაური.

,,ეს საჰაერო სივრცეები არის გამოყოფილი ნოტამით. ნოტამი მიღებული პრაქტიკაა, საავიაციო ხელისუფლება გამოსცემს ნოტამს იმ შემთხვევაში, როცა იმ ადგილას აქტივობა იგეგმება. ეს ნოტამი კი მოქმედებს გარკვეული დროით, მაქსიმუმ სამი თვით და მერე შესაძლებელია ამის გახანგრძლივება.

ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს ნოტამებით კი არ იყოს, იყოს მუდმივად. სახელმწიფოსაც ურჩევნია შეიტანოს ცვლილება საჰაერო სივრცის სტრუქტურაში და თქვას, რომ ეს სივრცე არის პარაპლანერისტებისთვის გამოყოფილი და აღარ უხდებოდეს, ერთი და იგივე სივრცეზე მუდმივად ნოტამის გაცემა”, – აღნიშნა ირაკლი კაპანაძემ ,,მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც მან აღნიშნა, ამის პარალელურად, ფედერაცია მუშაობს იმაზე, რომ მაქსიმალურად დაუახლოვონ პარაპლანერისტებითვის ფრენების რეგულაციის ფორმები, იმას რაც საერთაშორისოდ არის მიღებული. ეს ნიშნავს, რომ პარაპლანერისტებს საკუთარი თავისთვის ფრენებისთვის გამოყოფილი ექნებათ ჯი კლასის საჰაერო სივრცე, გარდა იმ ნაწილებისა, რომლებშიც დამატებითი შეზღუდვები მოქმედებს.

ფრენები აღსდგა, რა მოეთხოვებათ პარაპლანისტებს – ირაკლი კაპანაძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები