„უკრაინისთვის გამოყოფილი 50 მილიარდი ევრო პუტინს ძლიერ სიგნალს უგზავნის” – ლეიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების დამტკიცების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ეს პუტინს ძლიერ სიგნალს უგზავნის:

„დღეს განსაკუთრებული დღეა. ევროკომისიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უკრაინის გვერდით დგას. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა იბრძვის ჩვენთვის და ამიტომ ჩვენ მათ მივაწვდით საჭირო ფინანსურ დახმარებას, რომელსაც ისინი იმსახურებენ. ჩვენ ასევე ვთვლით, რომ ეს 50 მილიარდი ევრო, რომელიც უკრაინას ოთხი წლის განმავლობაში გადაეცემა, უგზავნის ძლიერ სიგნალს პუტინს” – განაცხადა ლეიენმა.

მსგავსი თემები