პარტიის საპატიო თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს

,,ქართულმა ოცნების” საპატიო თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს. გადაწყვეტილება ყრილობაზე ცოტა ხნის წინ მიიღეს.

,,როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა. ერთხმად დამტკიცებულია თავმჯდომარის პოსტზე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა”, – თქვა კობახიძემ.

მან მადლობა გადაუხადა ღარიბაშვილს 3-წლიანი “მოღვაწეობისთვის”.

მსგავსი თემები