EU-ს 27-ვე ქვეყანა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გამოყოფაზე შეთანხმდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ შეთანხმება მიღწეულია უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გადაცემაზე.

შეთანხმებამდე, დღეს დილით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გავლენიანი ლიდერები უნგრეთის პრემიერ, ვიქტორ ორბანს შეხვდნენ. ორბანმა ვეტო დაადო შეთანხმებას დეკემბერში გამართულ სამიტზე. მიშელის განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ ლიდერებმა მოახერხეს უნგრეთის ლიდერის დარწმუნება.

,,ევროკავშირი იღებს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ ვიცით, დევს სასწორზე”, – დაწერა მიშელმა.

მსგავსი თემები