,,დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე, როგორც პრემიერ-მინისტრი, წარმატებული იქნება” – კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ყრილობის დასრულების შემდეგ მედიასთან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნების“ სტრუქტურულ გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.

„ირაკლი კობახიძე წარდგენილია მთავრობის მეთაურად პრემიერ-მინისტრის რანგში. მინდა, თავის გუნდთან ერთად წარმატებები ვუსურვო. მნიშვნელოვანი წელი გველოდება. ის სირთულეები რაც იყო, არსად წასულა. ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მშვიდობის შენარჩუნება. ირაკლის უდიდესი როლი აქვს პარტიის აღმშენებლობასა და სტრუქტურულ გაძლიერებაში. დარწმუნებული ვარ, როგორც პრემიერ-მინისტრი, წარმატებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები