,,ჩვენმა საერთო მომავალმა და უსაფრთხოებამ დღეს წინ დიდი ნაბიჯი გადადგა” – ზურაბიშვილი

ჩვენმა საერთო მომავალმა და უსაფრთხოებამ დღეს წინ დიდი ნაბიჯი გადადგა, – წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის მიერ უკრაინის დახმარებისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ეხმაურება.

,,ეს შეთანხმება აჩვენებს ევროპულ ერთობას, პასუხისმგებლობასა და სოლიდარობას. ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობასა და სიმტკიცეს. ჩვენ, ქართველები დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენმა საერთო მომავალმა და ჩვენმა განუყოფელმა უსაფრთხოებამ დღეს დიდი ნაბიჯი გადადგა წინ”, – წერს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები