„უნგრეთის სახსრები უკრაინაში არ აღმოჩნდება“ – ვიქტორ ორბანი

„მისია შესრულებულია, უნგრეთის სახსრები უკრაინაში არ აღმოჩნდება” – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„მისია შესრულებულია. უნგრეთის სახსრები უკრაინაში არ აღმოჩნდება, პირველი და მეორე წლის ბოლოს კონტროლის მექანიზმი გვაქვს. უკრაინაში მიმდინარე ომზე ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება: საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები…

ვშიშობდით, რომ ევროკავშირის ფონდებიდან სახსრები, რომელიც უნგრელებისთვის არის განკუთვნილი და ევროკომისიის მიერაა დაბლოკილი, ადრე თუ გვიან უკრაინაში აღმოჩნდებოდა. ვშიშობდით, რომ რესურსები უკრაინას გრძელვადიანი პერიოდით უკონტროლოდ გადაეცემოდა”, – განაცხადა ორბანმა.

შეგახსენებთ, 1 თებერვალს ევროკავშირის ყველა 27-მა წევრმა, მათ შორის უნგრეთმაც, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გადაცემას მხარი დაუჭირა.

მსგავსი თემები