ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 4 თებერვალს ისრაელს ეწვევა – ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ცნობით, ბლინკენის ვიზიტი ფოკუსირებული იქნება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებაზე, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაფართოებასა და პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუზე აშშ-ის მხრიდან დამატებით ზეწოლაზე ომის შემდეგ ღაზას მმართველობის თემასთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები