ყირიმში უკრაინულმა ძალებმა რუსეთის სარაკეტო კატერი გაანადგურეს

31 იანვრისა და 1 თებერვლის ღამეს სპეცდანიშნულების რაზმმა გაანადგურა რუსულის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კატერი „ივანოვეც“. აღნიშნულის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო [ГУР] იუწყება.

„კორპუსში პირდაპირი მოხვედრის შედეგად ხომალდმა მიიღო დაზიანებები, რომლებიც არ ითვალისწინებს მოძრაობის შემდგომ გაგრძელებას“ – წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ოპერაციის დროს კატერი ოკუპირებულ ყირიმში, ტბა დონუზლავში იმყოფებოდა.

მსგავსი თემები