,,ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა და სიღარიბე, სიღარიბის დონე განახევრდა” – ღარიბაშვილი

,,ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა და სიღარიბე, სიღარიბის დონე განახევრდა”. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალარჩეული თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა, მმართველი პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„2012 წელს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, მშპ იყო დაახლოებით, 27 მლრდ ლარი, წელს მშპ გახდება 86 მლრდ ლარი, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა. ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობისა და სიღარიბის დონე. ფაქტობრივად, განახევრდა სიღარიბე. 2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა სიღარიბეს დააღწია თავი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო არაერთი მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს.

,,ჩვენი ქვეყნის შთამბეჭდავ პროგრესზე მეტყველებს ყველაზე ობიექტური კრიტერიუმი-ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები. ჩვენი ქვეყანა მრავალი მიმართულებით ლიდერობს, რეგიონის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და ხშირად მსოფლიო მასშტაბით. არაერთი მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს. 2012 წელს დიქტატორული, მჩაგვრელი რეჟიმიდან ქვეყანამ საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა და დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს, თითქმის, 180 ქვეყანაში საუკეთესო ათეულშია”, – აღნიშნა ღარიბაშილმა.

მსგავსი თემები