1000 ლიკვიდირებული ჯარისკაცი – რუსეთის დანაკარგები უკრაინაში

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 386 230 (+1000) ჯარისკაცი დაკარგა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 01.02.24-მდე ასეთია: ტანკები – 6322 (+12), ჯავშანტექნიკა – 11773 (+16), საარტილერიო სისტემები – 9228 (+33), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 976 (+2). საჰაერო თავდაცვის სისტემები – 663 (+0), თვითმფრინავები – 332 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 7136 (+36), ფრთოსანი რაკეტები – 1847 (+1). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 23 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 12267 (+36), სპეციალური ტექნიკა – 1462 (+10).

მსგავსი თემები