სანქციების დარღვევისთვის, ლონდონში სევასტოპოლის ყოფილი “გუბერნატორი” დააკავეს

სანქციების დარღვევისთვის, ლონდონში, ანექსირებული ყირიმის დედაქალაქის, სევასტოპოლის ყოფილი ე.წ. გუბერნატორი, დიმიტრი ოვსიანიკოვი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოვსიანიკოვი ლონდონში საკუთარ სახლში დააკავეს. ის ლონდონის ციხეში იმყოფება და სასამართლოს წინაშე 20 თებერვალს წარდგება.

ოვსიანიკოვი, 2016 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ სევასტოპოლის “გუბერნატორად” დაინიშნა და 2019 წლის ივლისამდე იკავებდა ამ “თანამდებობას”. შემდეგ ის იყო “მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე”, მაგრამ 2020 წლის აპრილში ის იჟევსკის აეროპორტში ხმამაღალი გინების შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთიდანაც“ გარიცხეს.

2020 წლის 31 დეკემბერს, ოვსიანიკოვი ბრიტანეთის სანქციების სიაში მოხვდა და გაერთიანებულ სამეფოში მისი აქტივები გაყინეს. 2022 წლის მარტში ამას დაემატა ტრასტის სერვისების გამოყენების აკრძალვა, თუმცა მას ქვეყანაში შესვლის აკრძალვა არ დაუწესებია.

მსგავსი თემები