,,ყველა მინისტრს შევთავაზე დარჩენა” – ირაკლი კობახიძე

გავრცელებული სპეკულაციები საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, უსაფუძვლო იყო, რასაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განხორციელდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

,,უამრავი თითიდან გამოწოვილი სპეკულაცია იყო მინისტრებთან, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. იყო ერთკვირიანი ისტერიკა, რასაც არ ჰქონდა არავითარი საფუძველი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა მინისტრს შევთავაზე თანამდებობაზე დარჩენა. ერთადერთი, პირადი მოსაზრებებიდან გამომდინარე თავდაცვის მინისტრს სურდა სხვა სფეროში გადანაცვლება, რასაც, რა თქმა უნდა, ანგარიში გავუწიეთ. ეს იყო ჩემი პოზიცია და ეს პოზიცია, დამყარებულია პირველ რიგში იმაზე, რომ სამთავრობო გუნდის საქმიანობა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, იყო თითოეული მინისტრის დამსახურება”, – აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – პრემიერ-მინისტროსბის კანდიდატი (ვიდეო)

მსგავსი თემები