„ქოლ-ცენტრების“ საქმეზე, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება

ე.წ. ქოლ-ცენტერების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლები რამდენიმე ობიექტზე არან შესულები. აღნიშნულთან დაკავშრებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს პროკურატურა ევროპელ კოლეგებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ გამოძიებას. პროკურატურა თბილისში, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს. საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, კერძოდ თაღლითური ქოლცენტრების სისხლის სამართლის საქმეს“ – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები