,,შემოთავაზება მივიღე, რომ განვიხილო ნატო-ში ჩვენი ელჩობის თანამდებობა” – ჯუანშერ ბურჭულაძე

ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბურჭულაძემ თავად განუცხადა.

„13 წელია საჯარო მოხელე ვარ, მყავს დიდი ოჯახი. შემოთავაზება მივიღე, რისთვისაც ახალ პრემიერს მადლობას ვუხდი, რომ განვიხილო ნატო-ში ელჩობის თანამდებობა. ეს იქნება 4 თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას. ფიქრის დრო მაქვს, ეს 4 თვე იქნება ჩემთვის დასვენების პერიოდი. ასევე, მივიღებ გადაწყვეტილებას გავაგრძელებ თუ არა დიპლომატიურ სამსახურს“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, ბურჭულაძე ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება. ეს ინფორმაცია კობახიძემ თავად დაადასტურა და განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის კანდიდატად ირაკლი ჩიქოვანს წარადგენს.

მსგავსი თემები