„ევროკავშირი მზადაა იმუშაოს ახლად დანიშნულ პრემიერთან“ – პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პავე ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა ახალ პრემიერთან, ირაკლი კობახიძესთან თანამშრომლობითვის:

„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით წინა მთავრობასთან, წინა პრემიერმინისტრთან. შარშან, 14 დეკემბერს მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და მოუთმენლად ველი მჭიდრო და კონსტრუქციულ მუშაობას ახალ მთავრობასთან და ახალ პრემიერთან. პროცესი მიმდინარეობს პარლამენტში. ამიტომ საჭიროა დაველოდოთ და ვნახოთ, მეც ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება ახალი მთავრობის შემადგენლობა. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ევროკავშირი მზადაა იმუშაოს ახლად დანიშნულ პრემიერთან და მინისტრებთან იმისათვის, რომ საქართველომ წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის გზაზე” – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

შეგახსენებთ, დღეს ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრობის კანიდიდატად წარადგინეს.

მსგავსი თემები