უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

„ქართული ლეგიონის” ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

„აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია დაიღუპნენ. ისინი ქართული ლეგიონის შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ.

ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. დიდება გმირებს!”- წერს „ქართული ლეგიონი” სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, უკრაინაში პუტინის ომს დღემდე 55-ზე მეტი ქართველი შეეწირა.

მსგავსი თემები