,,რა უნდა დავუწუნო, ნახეთ როგორი კაცია” – ივანიშვილი ღარიბაშვილზე

,,რა უნდა დავუწუნო, ნახეთ როგორი კაცია”. ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას – რა დაუწუნა და რატომ გაუშვა ღარიბაშვილი პრემიერობიდან.

ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ყრილობის დაწყებამდე ერთად გამოჩნდნენ. “თბილისი პარაგრაფში” ყრილობა ამ წუთებში იწყება, იქამდე კი “ოცნებამ” პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა.

არსებული ინფორმაციით, ივანიშვილი ღარიბაშვილის შემცვლელად კობახიძეს დღეს ოფიციალურად დაასახელებს.

მსგავსი თემები