რუსეთმა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირა

რუსეთმა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირა. ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს. ,,პირველ თებერვალს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ელექტროენერგიის ნაკადის შემცირების გამო, აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე დაწესდება გრაფიკული შეზღუდვები. შეზღუდვების გაუქმების ან გახანგრძლივების შემთხვევაში, კომპანია მოსახლეობას შეტყობინებას გაუგზავნის, მაშინვე, როგორც კი რუსეთის ფედერაციისგან მივიღებთ ინფორმაციას ელექტროენერგიის ნაკადის შესახებ”, – წერს კომპანია. მათივე ცნობით, პირველ თებერვალს მომხმარებლებს შუქი ორჯერ, ორ-ორი საათით ჩაუქრებათ.

მეტი...

უკრაინის მიერ რუსეთისგან დღეს დაბრუნებულ ტყვეებს შორის ქართველი ზაქრო ნონიაშვილიცაა

უკრაინის მიერ რუსეთისგან დღეს დაბრუნებულ ტყვეებს შორის ქართველი ზაქრო ნონიაშვილიცაა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ცნობილია, რომ ზაქრო ნონიაშვილი რუსეთის ტყვეობაში 1 წელზე მეტხანს იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ უკრაინამ რუსეთისგან 207 ტყვე დაიბრუნა. უკრაინულ მედიასთან თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრიი იუსოვმა განაცხადა, რომ დღეს დაბრუნებულ ტყვეთა შორის ის 65 ადამიანი არ არის, რომლებიც, რუსული მხარის თქმით, “IL-76 ის ჩამოგდებას ემსხვერპლნენ”.

მეტი...

სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურად შეუერთდა

დღეიდან სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურად შეუერთდა. არსებული ინფორმაციით, ერევანი ახლა ვალდებულია დააპატიმროს რუსეთის ლიდერი, თუ ის მის ტერიტორიაზე ფეხს დადგამს. ჰააგის სასამართლომ გასული წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა უკრაინაში ომისა და ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო. მოსკოვი მწვავედ აკრიტიკებდა სომხეთს რომის სტატუტთან შეერთების სურვილის გამო და ამ გადაწყვეტილებას “არამეგობრული აქტი” უწოდა. რუსეთი ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას არ ცნობს.

მეტი...

ბრიუსელში EU-ს ლიდერები იკრიბებიან

ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერები იკრიბებიან. დღეს გამართულ სამიტზე, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტზე უნდა იმსჯელონ. ბრიუსელში იმყოფება უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი, რომელიც სამიტზე უნგრეთის ევროპული საქმეების მინისტრთან, ჯანოს ბოკასთან და ევროკავშირში უნგრეთის ელჩთან, ბალინტ ოდორთან ერთად გამოცხადდა. ახლა ყველაზე დიდი ყურადღება სწორედ ორბანისკენ არის მიპყრობილი, რადგან უნგრეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ეწინააღმდეგება. ბელგიის პრემიერმინისტრის, ალექსანდრ დე კროს განცხადებით, დღევანდელი შეკრება “ძალიან მნიშვნელოვანია”, რადგან იქ წყდება უკრაინის დახმარების ბედი. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია EU-ს წევრი 27-ვე ქვეყანა დაეთანხმო უკრაინისთვის დახმარების პაკეტის გამოყოფას. შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობაზე ისაუბრა ესტონეთის…

მეტი...

წერეთელზე, რამდენიმე ლოკაციაზე მოძრაობის მიმართულება იცვლება

აკაკი წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენიმე ლოკაციაზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება იცვლება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ,,კერძოდ, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდიდან ავტომობილები ნონა გაფრინდაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ შალიკაშვილის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან, მარცხნივ მოხვევით. გაფრინდაშვილის ქუჩისა და კოსმონავტების სანაპიროს დამაკავშირებელი გვირაბიდან წერეთლის გამზირზე მოხვედრა ასევე, შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევით. გარდა ამისა, მოძრაობის მიმართულება შეიცვლება გიორგი ცაბაძის ქუჩის ნაწილზე და გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ცალმხრივად. კერძოდ, ავტომობილები იმოძრავებენ თევდორე მღვდლის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით”, – განაცხადეს მერიაში.

მეტი...

„ინფორმაცია გაავრცელეთ ახალგაზრდებში!“ – ნარკოლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს: „1. არ ვიცი რითი გარდაიცვალა ის ბავშვი….ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას 2. ფენტანილზე დავწერე 100-ჯერ და ახალს ვერაფერს ვიტყვი… 3. არ მოიხმაროთ უცნობი ნივთიერება! 4. მძიმე სინთეტიკური ნარკოტიკების ეპოქაა და ერთი მოხამრებაც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს! 5. შეცვალეთ კანონი !მომხმარებელსა და დამოკიდებულ ადამიანებს კი ნუ დასდევთ და უმწარებთ ცხოვრებას, არამედ დაეხამრეთ და იზრუნეთ მათზე. 6 ზიანის შემცირებას მიხედეთ! ზიანი შეამცირეთ რაც ნარკოტიკს მოაქვს! ქაღალდზე კი არა – რეალობაში გააკეთეთ რამე… 7. ინფორმაცია გაავრცელეთ ახალგაზრდებში – რა ნარკოტიკებია და რა საფრთხე ელით მათი მოხმარებისას. 8.…

მეტი...

,,არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა თანამდებობაზე იქნება” – კალაძე

,,სამთავრობო ცვლილებები ჩვეულებრივი პროცესია, მთავარი და ხელშეუხებელი კი ქვეყნის ინტერესებია”. დედაქალაქის მერი კახა კალაძე სამთავრობო ცვლილებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. „ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა გუნდში და მომავალშიც მოხდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა თანამდებოებაზე იქნება, სადაც არ უნდა ვიყოთ, ეს პოლიტიკა იქნება თუ ბიზნესი, თუ ვიქნებით რიგითი მოქალაქეები, ყოველთვის უნდა ვემსახურებოდეთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს და არა რომელიმე ქვეყნის ინტერესს ვატარებდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსვლის ყველაზე მეტი რესურსი ისევ „ქართულ ოცნებას“ აქვს, ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს კი…

მეტი...

ფინეთი თავშესაფარს არ აძლევს მიგრანტებს, რომლებიც ქვეყანაში რუსეთის გავლით შევიდნენ

ფინეთის მიგრაციის სამსახურს ჯერ თავშესაფარი არ მიუცია არც ერთ განმცხადებლისთვის, რომლებიც ქვეყანაში რუსეთიდან 2023 წლის ბოლო თვეებში შევიდნენ. ამ დროის განმავლობაში დეპარტამენტმა განიხილა 70-მდე განაცხადი, თქვა ანტი ლეთინენმა, ხელისუფლების წარმომადგენელმა. განმცხადებლების დაახლოებით 2/3 უარყოფილ იქნა, დანარჩენი ნაწილი გაუქმდა მოქმედების ვადის გასვლის გამო. ბოლო თვეების განმავლობაში, 1300 თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა ფინეთში რუსეთის გავლით, აღნიშნავს მედია. მათგან დაახლოებით 190-ს ადგილსამყოფებლი უცნობია. ცნობისთვის, 2023 წლის ნოემბრის შუა რიცხვებიდან ფინეთის ხელისუფლებამ რუსეთთან საზღვარზე გამშვები პუნქტების მოქმედების შეზღუდვა დაიწყო და წლის ბოლომდე ყველა მათგანი დახურა. მიზეზი არალეგალი მიგრანტებია. 11 იანვარს ფინეთის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის…

მეტი...

მეტროსადგურ „ვარკეთილისა“ და „ავლაბრის“ რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლოს დასრულდება

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაციის სურვილს გარკვეული დროის განმავლობაში არცერთი კომპანია გამოთქვამდა, რის გამოც, პროცესი დროში გაიწელა. „მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სადგურის რეაბილიტაციის პროცესში, გარკვეული დროის განმავლობაში პრობლემა ფიქსირდებოდა, რადგან არცერთი კომპანია არ გამოთქვამდა სურვილს ტენდერში მონაწილეობა მიეღო. სავარაუდოდ, არავის უნდოდა პასუხისმგებლობის აღება ამხელა მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაზე, თუმცა მოიძებნა კომპანია, რომელიც ამჟამად ასრულებს სამუშაოებს და რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება მეტროსადგურ „ავლაბარს, თბილისის მერის თქმით,…

მეტი...

„დაზარალებული ვითომ სამუშაოდ ირანში გაუშვეს, სადაც მასზე მუდმივად ძალადობნენ“ – სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) ბრალდებული 2 პირი დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის აპრილში ბრალდებულებმა დაზარალებული ვითომდა სამუშაოდ, მოტყუებით გაამგზავრეს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში და გადასცეს პირს, რომელთანაც სოლიდური ფინანსური ვალდებულება გააჩნდათ. დაზარალებული საზღვარგარეთ მონობის თანამედროვე პირობებში აღმოჩნდა. კერძოდ, მას ჩამოართვეს პასპორტი, შეუზღუდეს თავისუფალი გადაადგილება და კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან, აკონტროლებდნენ და მასზე მუდმივად ძალადობდნენ. ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი დაზარალებულის საზღვარგარეთ…

მეტი...

უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში ბელბეკის აეროდრომი დაბომბა

უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში ბელბეკის აეროდრომი დაბომბა. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს. მანამდე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აეროდრომზე დარტყმა „სტორმ შადოვისა“ და „სკალპის“ ფრთოსანი რაკეტებით განხორციელდა. რუსული მხარე ირწმუნება, რომ უკრაინელების სარაკეტო თავდასხმა მოიგერიეს.

მეტი...

კახეთში დააკავეს კაცი, რომელიც ურთიერთობაზე უარის გამო, ქალს მოკვლით ემუქრებოდა

კახეთში დააკავეს კაცი, რომელიც ურთიერთობაზე უარის გამო, ქალს მოკვლით ემუქრებოდა. 29 იანვარს, არასამთვრობო ორგანიზაცია ,,საფარის” კახეთის ოფისს დახმარებისთვის მიმართა ქალმა, რომელსაც ნაცნობი კაცი მოკვლით ემუქრებოდა. მანამდე, 5 იანვარს კაცის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა, რომელსაც ის გამოცემის მეორე დღიდანვე სისტემატურად არღვევდა, მუქარას და ქალზე ფსიქოლოგიურ ძალადობას აგრძელებდა. მუქარის მიზეზი კი ქალისგან ურთიერთობაზე მიღებული უარი იყო. ,,საქმეში ჩართვისთანავე საფარის კახეთის რეგიონის იურისტმა, მარი ზურაბაშვილმა ქალთან ერთად 30 იანვარს მიმართა პოლიციის სამმართველოს, რომელსაც ქალის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები წარუდგინეს. გამოძიება მუქარის, შემაკავებელი ორდერის დარღვევის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო, კაცი იმავე ღამით დააკავეს.…

მეტი...

თბილისში ე.წ აეროპორტის დასახლებაში მკვლელობა მოხდა

თბილისში, ე.წ აეროპორტის დასახლებაში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულია ასაკოვანი მამაკაცი. დანაშაულში ბრალდებული კი მისივე მეზობელია. პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. ამ ეტაპზე სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

გურიაში ქმარი ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა – დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული

გურიაში ოჯახში ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს. ქმარი ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც, ქალი კლინიკაში მოათავსეს. შსს-მ საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

მეტი...

შვედეთში, ისრაელის საელჩოს წინ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

შვედეთში, ისრაელის საელჩოს წინ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ნაპოვნია ხელყუმბარა, რომელიც უცნობმა პირმა საელჩოს ღობეზე გადააგდო. პოლიციის ცნობით, სპეციალისტებმა მისი გაუვნებელყოფა შეძლეს. სხვა დეტალებს სამართალდამცველები არ ახმაურებენ. მომხდარის გამო, საელჩოს გარშემო ტერიტორია, 100 მეტრის რადიუსში, გარკვეული პერიოდი სპეციალური ჯებირებით იყო შემოსაზღვრული.

მეტი...

დღეიდან წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება

წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გუშინდელ სხდომაზე განაცხადა. ,,მიუხედავად არაერთი გამოწვევისა და ოპოზიციის მხრიდან ნეგატიური კამპანიის, რაც თან სდევდა  წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს,  საგზაო სამუშაოები დასრულებულია. 1 თებერვლიდან ავტომანქანების მოძრაობა ორმხრივად აღდგება. რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვალა და განახლდა: მიწისქვეშა  კომუნიკაციები, მათ შორის წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები; გარეგანათების ახალი ქსელი, LED ლამპიონები; დასრულების ეტაპზეა უსაფრთხოების კუნძულების მოპირკეთება, რის შემდეგაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები დამონტაჟდება. უახლოეს პერიოდში, შუქნიშნების მონტაჟი დასრულდება და გზის სავალი ნაწილი დაიხაზება. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა და გამწვანებისა  სამუშაოები, ასევე, მიწისქვეშა ნარჩენშემკრები…

მეტი...

გარემოს ეროვნული სააგენტო განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს

როგორი ამინდი იქნება 1-3 თებერვალს საქართველოში. გარემოს ეროვნული სააგენტო განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს: 1-2 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო. 3 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 3 თებერვალს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 1-2 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 1-2 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება,…

მეტი...

გიჟი უნდა ვიყო, ჩემი მეილიდან, ასეთი შეტყობინებები გავგზავნო და მთელი ქვეყანა ფეხზე დავაყენო – ბექა ვარდოსანიძე

გვიან ღამით დასრულდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით დაბარებული ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა. სუს-ის შენობაში ის თითქმის 9 საათის განმავლობაში იკითხებოდა. „არაფერი არ მაქვს დასამალი. ტექნიკა ჩამომართვეს მთლიანად, ახლა უბრალოდ ვერ გავაგრძელებ ჩემს მაუწყებლობას და ინფორმაციის გავრცელებას. ჟურნალისტებმაც კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება იდეოლოგიურად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ბევრი ადამიანი შეიძლება იყო, ვინც, პოლიტიკური აქტივობიდან გამომდინარე, რაღაც პრივილეგიები დაკარგა, მხილება და ა.შ. შეიძლება, გამწარებული იყოს. მე გიჟი უნდა ვიყო, რომ მეილიდან, რომელიც ასოცირებულია ჩემთან, გავაგზავნო ასეთი შეტყობინებები და მთელი ქვეყანა დავაყენო ფეხზე,“ – აცხადებს ”ალტ-ინფოს” წევრი ბექა ვარდოსანიძე. მის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველები…

მეტი...

შვეიცარია დღეიდან რუსული ბრილიანტების იმპორტს კრძალავს

შვეიცარია, პირველი თებერვლიდან, რუსული ბრილიანტების იმპორტს კრძალავს. ქვეყანა შეუერთდა EU-ს დეკემბრის სანქციების პაკეტს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვასაც მოიცავს. ,,ამგვარად, შვეიცარია უერთდება 2023 წლის 6 დეკემბერს G7-ის სამიტზე შეთანხმებულ ზომებს, რათა რუსეთს ეს მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო ჩამოერთვას”, – ნათქვამია შვეიცარიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, მოამზადოს ადმინისტრაციული სამუშაო, რომელიც შეისწავლის პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესაძლებლობას ღაზაში ომის დასრულების შემდეგ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, მოამზადოს ადმინისტრაციული სამუშაო, რომელიც შეისწავლის პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესაძლებლობას ღაზაში ომის დასრულების შემდეგ. ინფორმაციას „იერუსალიმ პოსტი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ენტონი ბლინკენმა ასევე დაავალა სახელმწიფო დეპარტამენტს, წარედგინათ წინადადებები იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს დემილიტარიზებული პალესტინის სახელმწიფო, რომელიც ისრაელს საფრთხეს ვერ შეუქმნის.

მეტი...

,,გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტო უნდა დაიხუროს” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

,,გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტო უნდა დაიხუროს”. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა. მსხვილმა დონორებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის რამდენიმე ქვეყანამ პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს დაფინანსება მას შემდეგ შეუჩერეს, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ სააგენტოს 12 თანამშრომელი 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდა. გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და დონორებს დაფინანსების აღდგენისკენ მოუწოდებს.

მეტი...

„ქართულ ოცნებაში“ დღეს პარტიის მერვე ყრილობა გაიმართება

„ქართულ ოცნებაში“ დღეს პარტიის მერვე ყრილობა გაიმართება. აირჩევენ ახალ თავმჯდომარეს. პარტიას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. ყრილობამდე გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა და ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძეს წარადგენს. ამის შემდეგ პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის კანდიდატი მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას პარლამენტს წარუდგენს, რომელსაც ჯერ ბიურო, შემდეგ კი კომიტეტები განიხილავენ. ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დადგება. მთავრობის დამტკიცებას საკანონმდებლო ორგანოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა სჭირდება.

მეტი...