,,კარგი დღეა ევროპისთვის” – ლეიენი

,,კარგი დღეა ევროპისთვის”, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ბლოკის წევრი 27-ვე ქვეყანა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფაზე შეთანხმდა.

,,შეთანხმება მიღწეულია! ევროპულმა საბჭომ დააფიქსირა მისი პრიორიტეტები: უკრაინის მხარდაჭერა, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, ევროპული კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა. კარგი დღეა ევროპისთვის”, – აღნიშნა ევროკომისარმა.

მსგავსი თემები