„სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მონაწილეები იცავენ სამშობლოს და არ ზოგავენ თავს” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეები საკუთარი თავის დაზოგვის გარეშე იცავენ სამშობლოს.

„3 მილიონი წერილი გაეგზავნა ჩვენს ჯარისკაცებს ფრონტის ხაზზე. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფარგლებში იცავენ სამშობლოს და არ ზოგავენ თავს“, – განაცხადა პუტინმა „მოძრაობა პირველის“ კონგრესის დახურვის ცერემონიაზე.

ცნობისთვის, მანამდე პუტინმა თქვა, რომ ე.წ. სამხედრო ოპერაცია იქამდე არ დასრულდება უკრაინაში, სანამ რუსეთი მიზნებს არ მიაღწევს.

მსგავსი თემები