ოლაფ შოლცის განცხადებით, EU-ს ბევრი ქვეყანა უკრაინას არასაკმარის დახმარებას უწევს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ბევრი ქვეყანა არასაკმარის დახმარებას უწევს უკრაინას, რომელიც რუსეთთან ომშია.

„ბევრმა დედაქალაქმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: ვაკეთებთ თუ არა საკმარისს (უკრაინის დახმარების საკითხში)? პასუხი უმეტეს შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ უარყოფითი იყოს” – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ამასთან, კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია, რომელიც უკრაინის მთავარი ევროპული მოკავშირეა სამხედრო დახმარების საკითხში, მარტო ვერ უზრუნველყოფს.

მსგავსი თემები