,,მაგრამ, სანამ კრიმინალური ორგანიზაცია რჩება პოლიტიკაში, საფრთხე არსად წასულა” – ღარიბაშვილი

,,მაგრამ, სანამ კრიმინალური ორგანიზაცია რჩება პოლიტიკაში, საფრთხე არსად წასულა”. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

,,საქართველო დღეს კვლავ დიდი გამოწვევების დგას, კვლავ რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა მსოფლიოში. სამწუხაროდ, ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ ჯერ კიდევ რჩება ის ბოროტი ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ჩვენ 2012 წელს ყველამ ერთად დავამარცხეთ. ვიდრე ეს კრიმინალური ორგანიზაცია რჩება პოლიტიკაში, საფრთხე არსად წასულა”, – აღნიშნა ღარიბაშილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ეროვნული, ქართული ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური ძალა.

,,ასევე მინდა, ვთქვა, ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ახლა უკვე აპრობირებული, მაგრამ განახლებული სტრატეგიით შენიღბული, მოჩვენებითად დაშლილი ფორმით, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ „ნაცმოძრაობისა“ და მისი სატელიტების სახით საქმე გვაქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. იგივე ხალხთან, იმავე ანტიეროვნული ინტერესების გამტარებელ ბოროტ ძალასთან, ასე რომ 2024 წლის ოქტომბერში ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს – დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა არ დავუშვათ ომი და ქაოსი. „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ეროვნული, ქართული ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური ძალა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები