„შოიგუ ურეკავს საგარეო საქმეთა მინისტრებს და ესაუბრება რაღაც ბინძური ბირთვული ბომბის შესახებ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპაში ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ ერთ სუბიექტს შეუძლია და ეს არის რუსეთის პრეზიდენტი.

მისი ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აწყობს სატელეფონო კარუსელს, ურეკავს საგარეო საქმეთა მინისტრებს და  ბინძური ბირთვული ბომბის შესახებ ესაუბრება.

„დიახ, სწორედ რუსეთმა მოაწყო რადიაციული კატასტროფის შანტაჟი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე; სწორედ რუსული რაკეტების ტრაექტორია უკრაინის ბირთვული ობიექტების თავზე; სწორედ რუსმა სამხედროებმა დანაღმეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, აგრეგატები და აფეთქების მუქარით შანტაჟს აწყობენ; სწორედ რუსეთია ის, რომელიც იყენებს ფოსფორის საბრძოლო მასალებს, აკრძალულ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს და იარაღების მთელ სპექტრს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. უკრაინა ყოველთვის აღდგენისკენაა მიმართული“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელესკიმ ვიდეომიმართვაში.

პრეზიდენტის თქმით, დიახ, ერთადერთი, ვისაც ატომური იარაღის გამოყენება შეუძლია, ეს რუსეთია.

„თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ თითქოს, უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს ერთს – რუსეთმა უკვე მოამზადა ეს ყველაფერი“, – პრეზიდენტი და მსოფლოს მაქსიმალური რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ინფორმაციისთვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა ომში „ბინძური ბომბით“ პროვოკაციას გეგმავს.

 

მსგავსი თემები