თოვლი, ძლიერი ნისლი და ლიპყინული – ამინდი 27-28 იანვარს

27 იანვრიდან 28 იანვრის დილამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი ნისლი, გზებზე – ლიპყინული. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მსგავსი თემები