თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები გაიწმინდა

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე, მოსული ნალექის გამო, უფერხებლად გადაადგილების მიზნით, ტექნიკური მარილი დაიყარა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გზები გაიწმინდა: წყნეთის, ბეთანიის, კოჯრის, შინდისის, წავკისის ცენტრალურ და შიდა ქუჩებზე, წყნეთი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, წყნეთი-სამადლოს გზატკეცილზე, ასევე, ტაბახმელაში, კიკეთში, პანტიანის გზაზე და სოფელ ახალდაბაში.

მერიიც ცნობით, დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო მოძრაობის მხრივ, ამ დროისთვის, შეფერხებები არ ფიქსირდება. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ტექნიკური მარილის დაყრას, საჭიროების მიხედვით, სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს.

მსგავსი თემები