მარტიდან, iPhone-ზე Android-ის აპლიკაციების გადმოწერა შესაძლებელი გახდება

Apple-მა გადაწყვიტა iPhone-ებზე შესაძლებელი გახადოს App Store-ის გარეთ არსებული აპლიკაციების გადმოწერა – ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ 25 იანვარს გაავრცელა.

აღნიშნული სიახლე მიმდინარე წლის მარტიდან დაინერგება.

აღსანიშნავია, რომ Apple-ს გადაწყვეტილება ევროკავშირის ახალმა რეგულაციამ გამოიწვია, სახელად „ციფრული ბაზრების აქტი“ (DMA).

ცნობილია, რომ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, Apple აპირებს, რომ დეველოპერებსა და სხვადასხვა კომპანიებს დაუწესოს ე.წ. „ძირითადი ტექნოლოგიის საფასური“.

ცნობისთვის, ისეთი ფირმები, როგორიცაა Epic და Spotify Technology, მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ Apple-ის მიერ დაწესებული საკომისიოები და შეზღუდვები მათ ბიზნესებს აფერხებდა. Apple-მა განაცხადა, რომ საფასურსა და გადასახადს ახლა უკვე მხოლოდ დიდი დეველოპერები გადაიხდიან.

ასევე, გადასახადებს აღარ გადაიხდიან მთავრობები, არაკომერციული ორგანიზაციები და სკოლები.

მსგავსი თემები