,,11 წლის გოგონას გაუპატიურებაში მამინაცვალს ბავშვის დედაც ეხმარებოდა” – თბილისში მომხდარი უმძიმესი დანაშაული

თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. მა­მი­ნაც­ვალს 11 წლის გო­გო­ნას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბავ­შვის დედა პი­რა­დად ეხ­მა­რე­ბო­და. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, რაც მე­ზო­ბელ­მა პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კა, რად­გან სახ­ლი­დან ყვი­რი­ლის ხმა ის­მო­და. რო­გორც ირ­კვე­ვა, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ იყო, როცა სახ­ლი­დან ხმა­უ­რი ის­მო­და და მე­ზობ­ლებს იქი­დან ბავ­შვის ტი­რი­ლის ხმა სხვა დრო­საც გა­უ­გი­ათ.

ბრალ­დე­ბულ ქალს სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ძა­ლა­დე მა­მი­ნაც­ვალს, მას 19 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­უ­ფარ­დეს. არსებული ინფორმაციით, პე­დო­ფი­ლი­ა­ში მხი­ლე­ბულ კაცს ბრალს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­უმ­ძი­მე­ბენ, ამ­ჯე­რად, ტრე­ფი­კინ­გის მუხ­ლით.

ასე­ვე ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ კაცი სა­კუ­თარ გერს ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მუ­ქა­რით თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში მა­თხოვ­რო­ბა­საც აი­ძუ­ლებ­და. 11 წლის ბავ­შვის მიერ მო­წყა­ლე­ბით გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ თან­ხას კი მთლი­ა­ნად მა­მი­ნაც­ვა­ლი გან­კარ­გავ­და. არას­რულ­წლო­ვა­ნი სო­ცი­ა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ თავ­შე­სა­ფარ­ში გა­და­იყ­ვა­ნა, სა­დაც მას­თან ფსი­ქო­ლო­გე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

ბრალ­დე­ბუ­ლი ქა­ლის ადვოკატი ამ­ბობს, რომ უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლი დედა და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს და დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. ბრალ­დე­ბუ­ლი ქა­ლის საქ­მის არ­სე­ბით გან­ხილ­ვას სა­სა­მარ­თლო, სა­ვა­რა­უ­დოდ, თე­ბერ­ვალ­ში და­ი­წყებს.

მსგავსი თემები