ბაღში ბავშვის ცემის ფაქტზე, სახელმწიფოს 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ბაღში ბავშვის ცემის ფაქტზე, სახელმწიფოს 15 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დააკისრა. საქმე ეხება საბავშვო ბაღში ბავშვის ცემის ფაქტს, სადაც სახელმწიფომ ეფექტურად არ გამოიძია ბავშვზე ძალადობის შემთხვევა.

,,აღნიშნულ საქმეზე, PHR-ის იურისტებმა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართეს, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ბავშვის ძალადობისგან დაცვის უფლება, რომელიც გარანტირებულია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლით.

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ფულადი კომპენსაციის გაცემა დაავალა”, – ნათქვამია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები