“15 დეკემბრიდან ოფთალმოლოგიური ოპერაციები „დიარჯით“ არ ფინანსდება” – სალომე ლოლუა

„ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციიის“ ხელმძღვანელმა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც კლინიკებს „დიარჯის“ სისტემის დანერგვის შემდეგ შეექმნათ.

„15 დეკემბრის შემდეგ, ურთულესი ოფთალმოლოგიური დიაგნოზები, რომელიც საჭიროებს სასწრაფო, დაუყოვნებლივ ოპერაციას „დიარჯით“ არ ფინანსდება. გუშინ დამიკავშირდნენ მაგალითად ოფთალმოლოგები, რომლებიც ძალიან შეწუხებულები არიან „დიარჯის“ მუშაობით, რადგან 15 დეკემბრის შემდეგ ურთულესი ოფთალმოლოგიური დიაგნოზები, როგორიც არის გლაუკომა, ბადურის ათლა და რომელიც საჭიროებს სასწრაფო, დაუყოვნებლივ ოპერაციას საერთოდ არ ფინანსდება ამ ეტაპზე. 15 დეკემბრის შემდეგ საერთოდ გათიშულია ოფთალმოლოგიური ოპერაციები“ – განაცხადა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით,  სამინისტრო აღნიშნული პრობლემით უნდა დაინტერესდეს.

„მინდა პირდაპირ მივმართო ჯანდაცვის სამინისტროს და ვკითხო, ესეც ელექტრონული ხარვეზია, თუ რაიმე სხვა ხარვეზია და მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ ოფთალმოლოგიური ოპერაციები გარკვეული ხარვეზების გამო, „დიარჯით“ 15 დეკემბრიდან არ ფინანსდება” – განაცხადა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“.

რა პრობლემები შეუქმნა “დიარჯიმ” სამშობიარო სახლებს – სალომე ლოლუა “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები