16 წლამდე მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

გაუპატიურების, გარყვნილი ქმედების და მუქარის ფაქტზე 51 წლის კაცს ბრალდება წარუდგინეს. შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა. 51 წლის კაცმა 16 წლის ბიჭი ცივი იარაღის მუქარით რამდენჯერმე გააუპატიურა. დაკავების დროს სავარაუდო მოძალადეს დანა უპოვეს. სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბიჭთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით, გამოკითხულია სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი მოზარდი. მან პოლიციას ვრცელი ჩვენებაც მისცა, სადაც მოზარდი ჰყვება, როგორ გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მისი თანასოფლელი 51 წლის მამაკაცის მხრიდან.

მისივე ჩვენებით დგინდება, რომ 51 წლის მამაკაცმა 16 წლის მოზარდთან კავშირი დაამყარა სოციალური ქსელის მეშვეობით, მისი ნდობა მოიპოვა და რამდენჯერმე დაითანხმა შეხვედრაზე.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს.

მსგავსი თემები