“მედიაცენტრ მთავარში” „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციიის“ ხელმძღვანელის – სალომე ლოლუას განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ეხმიანება. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ოფთალმოლოგიურ ოპერაციებთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს.
ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ფინანსდება შემდეგი დიაგნოზებისთვის საჭირო ქირურგიული ჩარევები:
1.პირველადი ღიაკუთხიანი გლაუკომა
2.სხვა გლაუკომა
3.ბადურის სხვა დაზუსტებული ავადმყოფობები
4.ბადურის გახლეჩები ჩამოცლის გარეშე
5.პირველადი დახურულკუთხიანი გლაუკომა
6.ავადმყოფობების შემდგომი მეორადი გლაუკომა
7.ბადურის ჩამოცლა ბადურის გახევით
8.ტრამვული კატარაქტა
9.ბადურის ტრაქციული ჩამოცლა
10.სხვა ბადურის ჩამოცლა
11.მინისებრი სხეული პროლაპსი
12.რქოვანას წყლული
13.ბადურის სისხლჩაქცევები
14.ჩირქოვანი ენდოფთალმიტი
15.ეჭვი გლაუკომაზე
16.პოსტტრავმული მეორადი გლაუკომა
საყურადღებოა, რომ შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს, მთელი წლის განმავლობაში, სრულად დაუფინანსდებათ გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტებიც.
რაც შეეხება კატარაქტას. უმეტეს შემთხვევაში, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, იგი არ საჭიროებს გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი დიაგნოზისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ გეგმური სახის ოპერაციები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ სალომე ლოლუას განცხადებით, 15 დეკემბრის შემდეგ, ურთულესი ოფთალმოლოგიური დიაგნოზები, რომელიც საჭიროებს სასწრაფო, დაუყოვნებლივ ოპერაციას „დიარჯით“ არ ფინანსდება. მან “მედიაცენტრ მთავარში” აღნიშნული ინფორმაცია თავად კლინიკებიზე დაყრდნობით გაავრცელა.
“მედიაცენტრმა მთავარმა” აღნიშნული ინფორმაცია, ოფთალმოლოგიურ კლინიკაში გადაამოწმა და იქ დაუდასტურეს, რომ 15 დეკემბრიდან 18 იანვრამდე არც ერთი ზემოთ აღნიშნული ოპერაცია არ დაფინანსებულა.
რა პრობლემები შეუქმნა “დიარჯიმ” სამშობიარო სახლებს – სალომე ლოლუა “მედიაცენტრ მთავარში”