ხასაიას და ჩიქობავას ადვოკატებმა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს მიმართეს

თსუ-ის პროფესორ კაკო ჩიქობავასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტ გიორგი ხასაიას ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.

ადვოკატი გურამ იმნაძე ამბობს, სასამართლოს 72 საათი აქვს სამსჯელოდ, “რაც სავარაუდოდ ზეპირი მოსმენით არ შედგება.”

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა “ხმის” წევრები კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია სისხლის სამართლის წესით 22 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე, ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებისას დააკავეს. მათ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები