არგენტინის პრეზიდენტი ისრაელს ეწვევა

არგენტინის პრეზიდენტი, ხავიერ მილეი, ისრაელში ჩავა. ის ისრაელს რამდენიმე კვირაში ეწვევა.

,,მომავალ რამდენიმე კვირაში წმინდა მიწას ვეწვევი, რაც ჩვენს ორ ერს შორის ძმობაში ახალი ნაწილი გახდება”, – განაცხადა მილეიმ.

გარდა ამისა, ხავიერ მილეი ბუენოს-აირესში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და “ჰამასის” წინააღმდეგ ბრძოლაში ისრაელის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მანვე აღნიშნა, რომ “ჰამასის” ტყვეობაში 11 არგენტინელი რჩება.

მსგავსი თემები