ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა, სადაც პუტინს შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს “ლენინგრადის გათავისუფლების 80 წლისთავის” ღონისძიებაში.

ასევე, სანქტ-პეტერბურგში გაიმართება საკავშირო სახელმწიფოს საბჭოს სხდომაც, სადაც განიხილავენ 2024-2026 წლების გეგმებს, შეაჯამებენ 2021-2023 წლების შედეგებს. საუბარი იქნება “ბელარუსი-რუსეთის ურთიერთობის ყველაზე აქტუალურ და საერთაშორისო საკითხებზე”.

მსგავსი თემები