შოლცი ბაიდენს შეხვდება, რათა უკრაინის დახმარების საკითხი განიხილონ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება, რათა უკრაინის დახმარების საკითხი განიხილონ. შეხვედრა თეთრ სახლში, სავარაუდოდ, თებერვლის პირველ ნახევარში შედგება. ,,გერმანიის კანცლერი თებერვლის პირველ ნახევარში ვაშინგტონს ეწვევა, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდება. ორივე ქვეყნის ლიდერი ცდილობს, უკრაინას დამატებითი მხარდაჭერა გაუწიოს”, – წერს გამოცემა Bloomberg. მანამდე, შოლცმა ევროპის ქვეყნებს უკრაინაში იარაღის მიწოდების გაზრდისკენ მოუწოდა.

მეტი...

,,დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჰოლოკოსტს – კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ტრაგედიას” – ღარიბაშვილი

დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჰოლოკოსტს – კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ტრაგედიას. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს მილიონობით უდანაშაულო ადამიანის ხსოვნას, რომლებიც გაუგონარ სისასტიკეს ემსხვერპლნენ, ვადასტურებთ განსაკუთრებულ პატივისცემას სასწაულებრივად გადარჩენილთა მიმართ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, წინ უნდა აღვუდგეთ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ყველა გამოვლინებას. ,,დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჰოლოკოსტს – კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ტრაგედიას. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს მილიონობით უდანაშაულო ადამიანის ხსოვნას, რომლებიც გაუგონარ სისასტიკეს ემსხვერპლნენ, ვადასტურებთ განსაკუთრებულ პატივისცემას სასწაულებრივად გადარჩენილთა მიმართ ჰოლოკოსტის გამოცდილება განუწყვეტლივ შეგვახსენებს მსოფლიო საზოგადოების, ნებისმიერი ხელისუფლების, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას, წინ აღვუდგეთ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის…

მეტი...

ხაშურში 51 წლის კაცმა 16 წლის გოგოზე სექსუალურად იძალადა

ხაშურში 51 წლის კაცმა 16 წლის გოგოზე სექსუალურად იძალადა. კაცი მოზარდს დანით ემუქრებოდა და მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას სთხოვდა. ინფორმაციას “მოზაიკა” ავრცელებს. ,,დაკავების დროს მამაკაცს თან დანა უპოვეს. როგორც ვიცით, სექსუალური ძალადობა რამდენჯერმე მოხდა”, – ამბობს ადგილობრივი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია და მისი სასამართლო პროცესი ხაშურის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართება.

მეტი...

ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა

ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და შეზღუდული ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ51–კმ97 (აწყური-ვალე) მონაკვეთზე, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთსა და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

რუსეთის მიერ გაშვებული ყველა “შაჰიდი” ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 4 “შაჰიდის” ტიპის დრონით შეუტია. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინელებმა ოთხივე მათგანი გაანადგურეს. ,,2024 წლის 27 იანვრის ღამეს მტერმა უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით (პრიმორსკო-ახტარსკიდან ) “შაჰიდის” ტიპის 4 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. ოთხივე მათგანი განადგურდა კიროვოგრადის ოლქში”, – ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში. უწყების ცნობით, ოკუპანტებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, როსტოვიდან დონეცკის ოლქში “ისკანდერის” ტიპის რაკეტა გაისროლეს. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მეტი...

ტრამპს სასამართლომ $83.3 მილიონის გადახდა

ნიუ იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის რეპუტაციის შელახვის საქმეზე 83.3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ამ თანხიდან 18.3 მილიონი ზარალის კომპენსაციაა, 65 მილიონი კი ჯარიმა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჯინ კეროლისთვის რეპუტაციის შელახვის გამო, ზიანის ანაზღაურების დასადგენად სხდომა დღეს გაიმართა. ბრალდებულად კი ტრამპი ამ საქმეზე 2023 წლის სექტემბერში ცნეს. ცნობისთვის, მწერალმა ელიზაბეთ ჯინ კეროლმა დონალდ ტრამპი 1996 წელს მანჰეტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელ ოთახში მასზე სექსუალურად ძალადობაში დაადანაშაულა. თუმცა, ტრამპი ბრალდებას უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ მწერალმა ეს ამბავი თავისი წიგნის გასაყიდად მოიგონა. სწორედ ამის შემდეგ შეიტანა კეროლმა…

მეტი...

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თქმით, მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზეც.

მეტი...

„წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში“ – სიზმრად ღვთისმშობელი

ნინოობა – ქრისტიანობის გამავრცელებლის სახელობის დღესასწაულია.  27 ანვარს საქართველოში სწორედ წმინდა ნინოს სახელობის დღესასწაულს – ნინოობას აღნიშნავენ. წმინდა ნინოს ხსენება საზემოდ წელიწადში ორჯერ აღინიშნება – პირველ ივნისს და 27 ინვარს. საინტერესოა  პატარა ქალწულის ისტორია, რომელმაც საქართველო ქრისტეს მადლს აზიარა. ერთხელ წმინდა ნინოს ღვთისმშობელი სიზმრად გამოეცხადა და უთხრა: „წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველი“. წმინდა ნინომ ვედრებით მიმართა ყოვლადწმინდას, ნიშანი ებოძებინა, რომელიც დაუდასტურებდა, რომ უბრალო და უმწეო ქალწული მოციქულებრივი ღვაწლის აღსრულებას შეძლებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოკვეთა ვაზის რტო, რომელიც ნინოს სარეცელის ზემოთ იყო,…

მეტი...