9 თებერვალს ჯო ბაიდენი ოლაფ შოლცს შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 9 თებერვალს თეთრ სახლში შეხვდებიან. ინფორმაციას ბაიდენის ადმინისტრაციის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი ავრცელებს.

მისივე ცნობით, მხარეები შეხვედრაზე უკრაინის მხარდაჭერას დაადასტურებენ.

„9 თებერვალს პრეზიდენტი ბაიდენი თეთრ სახლში გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს უმასპინძლებს. ორი ქვეყნის ლიდერები უკრაინის მიერ საკუთარი მიწისა და საკუთარი ერის რუსეთის აგრესიული ომისგან დაცვისადმი თავის ურყევ მხარდაჭერას დაადასტურებენ” – წერია ინფორმაციაში.

ჟან-პიერის ინფორმაციით, გერმანიისა და აშშ-ის ლიდერები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ესკალაციის აღსაკვეთად ღონისძიებებს, ისრაელის თავდაცვის უფლებისადმი მათ მყარ მხარდაჭერას და ასევე ღაზაში სამოქალაქო მოსახლეობის სიცოცხლეების გადასარჩენად და ზიანისგან დასაცავად დახმარების გაზრდის აუცილებლობას. ცნობილია, რომ ბაიდენი და შოლცი, ასევე, მოახდენენ თავიანთი ქმედებების კოორდინაციას ვაშინგტონში ნატოს სამიტამდე, რომელიც ივლისშია დაგეგმილი.

მსგავსი თემები