„გაოგნებული ვუყურებდი ამ ყველაფერს… პატივი ეცით თსუ-ს ინსტიტუციებსა და პროფესურას” – ჯაბა სამუშია

თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებზე ისაუბრა. როგორც რექტორმა აღნიშნა, უნივერსიტეტი არ არის ძალისმიერი მეთოდებისა და ულტრამოსაზრებების გამოხატვის ადგილი.

„გაოგნებული ვუყურებდი ამ ყველაფერს. ჩვენ სადღაც რაღაც პროცესი უნდა დავამთავროთ, არ არის ეს ის ადგილი, სადაც შესაძლებელია ძალისმიერი მეთოდები. არ არის ეს ის ადგილი, სადაც შესაძლებელია, რომ ვიღაცებმა თავიანთი ულტრამოსაზრებების გამო შეიძლება რაღაც პარალიზება მოახდინონ. პატივი ეცით თსუ-ს ინსტიტუციებსა და პროფესურას” – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

ცნობისთვის, უკვე ორი დღეა სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარია ბლოკირებული აქვთ. ისინი გამოსახლების დროს დაკავებული აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლებას ითხოვენ. ორივე მათგანს სასამართლომ აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი თემები