უკრაინაში რუსეთის აგრესიას 521 ბავშვი ემსხვერპლა

რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 521 ბავშვი დაიღუპა, 1 213-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების თქმით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში:

დონეცკის რეგიონში – 505;
ხარკოვის ოლქში – 326;
კიევის ოლქში – 146;
ჩერნიგოვის ოლქში – 72;
ლუგანსკის ოლქში – 67;
ნიკოლაევის ოლქში – 97;
ხერსონის ოლქში – 132;
ზაპოროჟიეს ოლქში – 99;
დნეპროპეტროვსკის ოლქი – 777;
ლუგანსკის ოლქში – 67.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან, როგორც უკრაინის პროკურატურა ამბობს, აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია.

 

მსგავსი თემები