,,სავარაუდოდ, დაიწყება თანხის ხელზე აღება, რაც ვერ გაკონტროლდება” – სალომე ლოლუა

,,სავარაუდოდ, დაიწყება თანხის ხელზე აღება, რაც ვერ გაკონტროლდება”. ამის შესახებ „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის” თავმჯდომარემ, სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

კერძოდ, მან იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც სამშობიარო სახლებს „დიარჯი“ სისტემამ შეუქმნა. როგორც მან აღნიშნა, სამედიცინო პერსონალი გარუკვეველ მდგომარეობაშია, იღებენ პაციენტს და სამედიცინო მომსახურებას უწევენ უფასოდ, ან ძალიან დაბალი ანაზღაურებით.

„შემიძლია ვივარაუდო, რომ მალე დაიწყება ხელზე თანხების აღება, რაც ვერ გაკონტროლდება. მაგრამ, ასეთი ექიმების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საქმე აღიძრება. დარწმუნებული ვარ, ჯანდვის სამინისტრო ასეთ ექიმებს სათანადოდ დასჯის“, – აღნიშნა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისი თქმით, გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ პირველ რიგში, უნდა გადაიხედოს თანხები და პროცენტულად განისაზღვროს სამშობიარო პერსონალის ანაზღაურება.

,,უნდა გადაიხედოს თანხები. თუ პროცენტულად განისაზღვრება და ექიმს ექნება სათანადო ანაზღაურება, არც ხელზე ჰონორარის აღება მოხდება, არც სხვა კორუფციული მექანიზმები არ ჩაერთვება. მერე დავინახავთ კერძო სამშობიაროს მფლობელები როგორ მოიქცევიან, რა სიხშირით ჩაეხსნებიან ან არ ჩაეხსნებიან ,,დიარჯის” პროგრამას”, – განაცხადა სალომე ლოლუამ ,,მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები