„ეკლესიასთან ბრძოლას თავი დაანებეთ” – მეუფე იაკობი

„ეკლესიასთან ბრძოლას თავი დაანებეთ. ვერ მოერევით, მოკლე ისტორიული მეხსიერება არ გვაქვს” – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობმა ბოდბეში ნინოობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ამ დიდ დღესასწაულს. ჩვენი დიდი დედის, წმინდა ნინოს ხსენებას. ეკლესიასთან ბრძოლას თავი დაანებეთ… ვერ მოერევით, მოკლე ისტორიული მეხსიერება არ გვაქვს. ვინც იძახის ეკლესიაზე რუსულიაო, გადახედონ ეროვნულ მოძრაობას და ვინც მაგას იძახის, მართლაც ეროვნული მოძრაობის წევრები რას ამბობენ მაგათზე, ვინ იყვნენ და რა იყვნენ. ყველას ყველაფერი გვახსოვს და ძალიან გთხოვთ დაანებეთ თავი ეკლესიასთან ამ ჭიდაობას, თორემ გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით მუქარის გარეშე და იმიტომ რომ არაფერზე არ დგახართ, არც სარწმუნოება გაქვთ, არც მრწამსი არ გაქვთ, რამით რომ შეგვიტიოთ და ჩვენგან თუ რამე ცუდია, თვითონ გამოვასწორებთ და თქვენ თქვენს თავებს მიხედეთ” – იქადაგა მეუფე იაკობმა.

მსგავსი თემები