რუსი მოდელი და მისი ქალიშვილი ბოდრუმთან მოკლული და ზეწრებში გახვეული იპოვეს

რუსი მოდელი და მისი ქალიშვილი პოპულარულ თურქულ კურორტ ბოდრუმთან მოკლული და ზეწრებში გახვეული იპოვეს. მათი ცხედრების თოკებით იყო შეკრული და ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრის  დაშორებით გადაყრილი.

ეჭვმიტანილზე, 45 წლის ანდრეი კუსლევიჩზე საერთაშორისო დევნა გამოცხადდა.

ვიდეოში ჩანს, როგორ ამოჰყავს პოლიციას 42 წლის ირინა დვიზოვასა და მისი 15 წლის ქალიშვილის დაიანას ცხედრები.

ახლობლების განცხადებით, მათ დედა-შვილთან კონტაქტი არ ჰქონიათ და პოლიციამ მათი ბოდრუმის ვილის დივანზე სისხლი და მამაკაცის ნაკვალევი აღმოაჩინა.

ვიდეოკამერებიდან ამოღებულ ჩანაწერებში ჩანს, მანქანა მივიდა გორაზე, საიდნააც გადააგდეს მათი ცხედრები. ორივეს ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული ჭრილობებით.

დაიწყეს ირინას ყოფილი ქმრის ძებნა, რომელიც ოდესღაც უკრაინელი ბიზნესმენის დაცვის თანამშრომელი იყო.

ერთ-ერთი ვერსიაა, რომ მკვლელობა ირინას შვილის მეურვეობის საკითხს უკავშირდება.
ბიჭი, სახელად მაკარი, ორმაგი მკვლელობის შემდეგ გაუჩინარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ირინა, სამი შვილის დედა, მოდელი იყო და ბოლო დროს ბოდრუმში უძრავი ქონების აგენტად მუშაობდა.

მსგავსი თემები