ესტონეთი, საზღვრის შესაძლო დახურვის გამო, მოქალაქეებს ურჩევს რუსეთში არ გაემგზავრონ

ესტონეთი, საზღვრის შესაძლო დახურვის გამო, მოქალაქეებს ურჩევს, რუსეთში არ გაემგზავრონ. ესტონეთის საგარეო უწყების ცნობით, მიგრანტების ნაკადის პოტენციური ზრდა, შესაძლოა, რუსეთთან საზღვრის დროებით ჩაკეტვის მიზეზი გახდეს.

„ესტონეთი დროებით თუ ჩაკეტავს საკუთარ საზღვარს, მაშინ ისინი, ვინც ამ დროს რუსეთში იქნებიან, ვერ შეძლებენ დაბრუნებას“, – განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბოლო კვირებში ევროკავშირის ტერიტორიაზე ასობით თავშესაფრის მაძიებელი მოხვდა, რაც კრემლის მხარდაჭერით ხდება. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს ფაქტი არის მტკიცებულება, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ არ იბრძვის და ის საფრთხეს წარმოადგენს სხვა ქვეყნებისთვისაც.

ცნობისთვის, მანამდე რუსეთთან საზღვრის სრულად დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ფინეთმა.

მსგავსი თემები