ლავროვის გამოსვლისას ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს მინისტერიალი დატოვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გამოსვლისას ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს მინისტერიალი დატოვა. ამის შესახებ იან ლიპავსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

,,მე არ მოვუსმინე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას სკოპიეში. ვფიქრობდი, რომ უფრო მომგებიანი იქნებოდა, იმ ოთახში ყოფილიყო ჩვენი კოლეგა, რომელსაც დეზინფორმაციის მონიტორინგი ევალებოდა”, – დაწერა მან X-ზე.

მსგავსი თემები