,,გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რათა მან საბოლოოდ გაიმარჯვოს” – ჯეიმს ჰიპი

,,გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რათა მან საბოლოოდ გაიმარჯვოს”. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრმა ჯეიმს ჰიპმა ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა.

,,ეუთოს პრინციპები, რომლებიც დაფუძნებულია დამოუკიდებლობაზე, ტერიტორიულ მთლიანობასა და ძალის არგამოყენებაზე, უნდა იყოს მშვიდობის საძირკველი ევროპის კონტინენტზე. რუსეთმა ფეხქვეშ გათელა ეს პრინციპები, რასაც გამანადგურებელი შედეგები მოჰყვა. უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ყველა ქვეყანას ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება. უკრაინის წარმატებისთვის ჩვენი მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, ამიტომ გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს უკრაინისთვის ეკონომიკური, სამხედრო, ჰუმანიტარული და დიპლომატიური მხარდაჭერის გაწევას, რათა ამ ქვეყანამ საბოლოოდ გაიმარჯვოს”, – ამბობს ჯეიმს ჰიპი.

მსგავსი თემები