უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთ-ჩინეთის სარკინიგზო ხაზზე სატვირთო მატარებელი ააფეთქა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) რუსეთისა და ჩინეთის სარკინიგზო ხაზზე სატვირთო მატარებელი ააფეთქა. ინფორმაციას გამოცემა Kyiv Post ავრცელებს და წერს, რომ მატარებელი მიზანში მაშინ ამოიღეს, როდესაც ის გვირაბში გადიოდა.

„ამჟამად რუსები იყენებენ ამ მარშრუტს, მათ შორის სამხედრო მარაგისთვის. აფეთქების შემდეგ ის პარალიზებულია“, – წერს გამოცემა.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების სამსახურები, შემთხვევის ადგილას გამოძიებას აწარმოებენ, მუშები კი გვირაბის აღდგენას ცდილობდნენ.

მსგავსი თემები